ჩვენს შესახებ

კომპანია “ექსპოგრაფი“ 32 წლის უკან, 1992 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე. “ექსპოგრაფი“ შეუცვლელი ბრენდი აღმოჩნდა ამ სექტორში, რადგან მან განვითარების საუკეთესო ვარიანტი აირჩია კრედოდ: მსოფლიო ტენდენციები და სრული დამოუკიდებლობა აზროვნებაში.
ვინ ვართ ჩვენ დღეს და რას ვთავაზობთ მომხმარებელს? სრულ სარეკლამო მომსახურებას გარე რეკლამაში იდეიდან ამ იდეის ხორცშესხმამდე. გარდა ამისა მცირე სარეკლამო კომპანიებს ჩვენ ვთავაზობთ სარეკლამო მასალების ფართო არჩევანს რადგან რამდენიმე სარეკლამო მასალების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები გახლავართ საქართველოში. “ექსპოგრაფი“ თამამად აცხადებს, რომ თითქმის ყველა წარმატებული კომპანია საქართველოში ერთხელ მაინც უკვე თანამშრომლობდა ჩვენთან. ეს ჩვენი წვლილია ქვეყნის წარმატებაში.

“ექსპოგრაფი” ექსპოზიცია გრაფიკაში.